21 მარტს თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დევნილი საზოგადოების ინიციატივით უწმინდესისა და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა. სათანადო ლიტურგია იმავე ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ შეასრილა.
გარდაცვლილი პატრიარქის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი პირები და წევრები ჯემალ გამახარია, თამაზ ხუბუა, ვახტანგ ყოლბაია, ნუგზარ მგალობლიშვილი, ადა მარშანია, რაისა ქარაია, თემურ მჟავია, ეთერ ასტემიროვა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, დეპუტატი ლიკა შარტავა, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები მერაბ ტურავა და გიორგი დგებუაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დორექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თეა ჯუღელი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია და დევნილი საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.