უსაზღვროა ჩვენი მწუხარება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, თანამედროვეობის უდიდესი სასულიერო და საზოგადო მოღვაწის ილია II-ის გარდაცვალების გამო. ამ ქვეყნიდან წავიდა ადამიანი, რომლის სახელთან არის დაკავშირებული  ნახევარსაუკუნოვანი სახელოვანი ეპოქა ქართული ეკლესიის ისტორიაში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის იყო ქართველი ერის სულიერი წინამძღოლი, ერისა და ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო. მისი მრავალი წლის მსახურება, სულიერი ლიდერობა სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში და განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს საქართველოს ისტორიაში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით, ვუსამძიმრებთ რა სრულიად საქართველოს დიდი მეუფის ილია II-ის გარდაცვალების გამო, იმედს გამოვთქვამთ და დარწმუნებულებიც ვართ, რომ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების მქონე და მრავალი ქარტეხილები გამოვლილი ქართული ეკლესია ამ ახალ რეალობაშიც დარჩება ქართველი ხალხის სულიერი ცხოვრების წარმმართველ ერთადერთ ძალად. 

უფალმა დაამკვიდროს ილია II-ის ნეტარი სული ცათა სასუფეველში.

 

პატივისცემით,

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

ჯემალ გამახარია

 

სხვა სიახლეები