8 მარტს საქართველოს ეროვნულ გმირს, შეიარაღებული ძალების 23-ე  ბრიგადის მეთაურს, გენერალ-მაიორ გენო ადამიას 90  წელი შეუსრულდებოდა. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუამ,   აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თენგიზ ნასარიძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ, ოჯახის წევრებმა,  მეგობრებმა და ვეტერანებმა პატივი მიაგეს  გენო ადამიას  ხსოვნას და გმირთა მოედანზე მისი ბიუსტი  და საფლავი ყვავილების გვირგვინებით შეამკეს.



გალერეა

სხვა სიახლეები