16 მარტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა პირებმა და წევრებმა ჯემალ გამახარიამ, თამაზ ხუბუამ, ვახტანგ ყოლბაიამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, გია გვაზავამ, მურმან კვარაცხელიამ,  თემურ მჟავიამ, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძემ, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსმა,  გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა,  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა  კობა კობალაძემ, 

 აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, ვეტერანებმა, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ და აპარატის წევრბემა 1993 წლის 15-17 მარტის მოვლენების დროს სამშობლოსათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს. 

1993 წლის 15 მარტს დაიწყო რუსეთის გენშტაბის მიერ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია სოხუმზე, რომელშიც რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილები, სამხედრო ავიაცია და არტილერია მონაწილეობდა. მდინარე  გუმისთის სანაპიროზე აფხაზეთის ომის ყველაზე სისხლიანი შეტაკება გაიმართა.  მტრის მოგერიებას და სამშობლოს ინტერესების დაცვას მრავალი თავდადებული მამულიშვილი შეეწირა.



გალერეა

სხვა სიახლეები