7 მარტს  საქართველოს პირველ ეროვნულ გმირს, პარლამენტის წევრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისრტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, გენერალ-მაიორ ჟიული შარტავას 82 წელი შეუსრულდებოდა.

ამ თარიღის აღსანიშნავად, თბილისის N123 საჯარო სკოლაში ჟიული შარტავასადმი მიძღვნილი ონლაინ ღია გაკვეთილი გაიმართა. ღონისძიებაში ჟიული ჟარტავას სახელობის თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და სენაკის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა ჟიული შარტავას ცხოვრების ეტაპები გაიხსენეს და  ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციები წარმოადგინეს.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვის მიმართეს და გაწეული შრომისათვის მადლობა გადაუხადეს სკოლების დირექციასა და მოსწავლეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტისა და ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ,  აფხაზეთის განათლებისა და  კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ემზარ კაკულიამ, ჟიული შარტავას შვილიშვილმა გიორგი შარტავამ.

ღონისძიებას უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირებისც, გამათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან თევზაია, ჟიული შარტავას მთავრობის წევრები,  უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, ჟიული შარტავას მეგობრები და კოლეგები ესწრებოდნენ.  

გალერეა

სხვა სიახლეები