7 მარტს საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ-მაიორ
ჟიული შარტავას 82 წელი შეუსრულდებოდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა პირებმა და წევრებმა ჯემალ გამახარიამ, თამაზ ხუბუამ, ვახტანგ ყოლბაიამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, თემურ მჟავიამ, მურმან კვარაცხელიამ, ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ, აპარატისა და ჟიული შარტავას საზოგადოების წევრებმა, მისმა მეგობრებმა და კოლეგემბა პატივი მიაგეს საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, პარლამენტის წევრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ბატონი ჟიული შარტავას ხსოვნას და მისი ბიუსტი და საფლავი ყვავილების გვირგვინებით შეამკეს.