კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის
სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე სეზონი პრემიერით გაიხსნა. მაყურებელმა ალექსანდრე
ქანთარიას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - "მარიამობისთვე 1924“ იხილა.
დადგმა, რომელიც დოკუმენტურ-ისტორიულ მოვლენებს ემყარება, 1924 წლის აჯანყების ტრაგიკულ პერიოდს ასახავს და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეპიზოდს აცოცხლებს.
საპრემიერო ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ხელოვნების სფეროს და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.