კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ინტეგრირებული დასის „აზდაკის ბაღის“, საავტორო სპექტაკლის - „მადლობა, მიყვარხარ, მაპატიე“ პრემიერა გაიმართა.

დადგმა ალეგორიული ნარატივის მეშვეობით გვიყვება ადამიანობაზე, თანაარსებობას და განსხვავებულობის მიღებაზე. სიუჟეტის მიხედვით, დედამიწელები შემთხვევითი ექსპერიმენტის შედეგად ხვდებიან უცნობ პლანეტაზე, სადაც მისი ბინადრები ჰარმონიაში ცხოვრობენ და ყოველი დღე დღესასწაულია. 

პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საერთაშორისო კავშირების, განათლების და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, დეპუტატი თემურ მჟავია,   საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, აფხაზეთის მთავრობის  წევრები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სპექტაკლში აფხაზეთის ა/რ პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის "აზდაკის ბაღის“ და საქართველოს სხვადასხვა თეატრის დამსახურებული მსახიობები მონაწილეობდნენ. სპექტაკლის იდეის ავტორი და რეჟისორია ივანე (ბაჩო) გაბრუაშვილი.

საპრემიერო ჩვენების ბოლოს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ დასის წევრებს წარმატებული პრემიერა მიულოცა და აღნიშნა, რომ სამინისტრო თეატრს მომავალშიც სხვა საინტერესო იდეების განხორციელებაშიც შეუწყობს ხელს.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა.

გალერეა

სხვა სიახლეები