მიმდინარე
წლის 25 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული
სხდომები ჩატარდა. სხდომებს უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.
სხდომის
მუშაობაში მონაწილეობდნენ მოწვეული სტუმრები სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო
წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი, მისი მოადგილე ლევან
როსტომაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის
მოადგილე იგორ კოპალიანი და ამავე სამინისტროს სსიპ-,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მომსახურების სააგენტოს’’ დირექტორი ავთანდილ ქარაია.
სხდომის
დასაწყისში უმაღლესი საბჭოს წევრებმა, მოწვეულმა სტუმრებმა და უმაღლესი საბჭოს აპარატის
თანამშრომლებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია
II-ის ხსოვნას.
პლენარულ
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი: „აფხაზეთიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევების
ცალკეული საკითხების შესახებ.“
საკითხთან
დაკავშირებით მოხსენებით წარსდგა უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია. მან აღნიშნა, რომ საკითხები, რომელიც დღეს
გამოტანილია სამსჯელოდ მომზადებულია კოლეგების ინიციატივით და თავმჯდომარის დავალებით,
კომიტეტებისა და ფრაქციების მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ
პირთა სამინისტროს ხელმძღვანელობისა და უმაღლესი
საბჭოს აპარატის თანამშრომლების ჩართულობით.
თავის გამოსვლაში მომხსენებელმა ისაუბრა დევნილთა განსახლების სახელმწიფო სტრატეგიაზე,
რომელიც მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების
შექმნას, კომპაქტური ჩასახლებების გაუქმებას და დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას.
მან ასევე ისაუბრა ქულათა მინიჭების სისტემაზე, დევნილთა აღწერის აუცილებლობის საკითზე,
დევნილთათვის ბინების დარიგებისას მონიტორინგის პროცესის დახვეწაზე და გადაცემული ბინების
ხარისხზე. მომხსენებელმა წამოაყენა წინადადება დევნილის სტატუსის დადგენისა და სტატუსის
დამდგენ კომისიაში გასაუბრების დროს აფხაზეთის სტრუქტურებიდან ერთი წარმომადგენლის
ჩართვის შესახებ, დევნილთათვის ბინების გადაცემის დროს ისეთი ფაქტორის გათვალისწინებაზე,
როგორიც არის გარემოსთან ადაპტირება, გარდა ამისა
შეეხო სხვა აქტუალურ საკითხებს.
სხდომაზე
კითხვები დასვეს და მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ, თავმჯდომარის მოადგილემ,
სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის
თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან
დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ადა მარშანიამ, ფრაქცია “ახალი აფხაზეთი
- სამართლიანობა” თავმჯდომარემ რაისა ქარაიამ, დეპუტატებმა ელგუჯა გვაზავამ და თეიმურაზ მჟავიამ.
დევნილთა,
ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა დავით კაიკაციშვილმა
ამომწურავად უპასუხა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს.
შემაჯამებელ
სიტყვაში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა მოწვეულ
სტუმრებს და იმედი გამოთქვა, რომ ის საკითხები, რაზეც დეპუტატებმა ისაუბრეს მაქსიმალურად იქნება მოგვარებული.
შეხვედრის
დასასრულს მხარეები მომავლში მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
სხდომები
ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.