20 დეკემბერს აფხაზეთის განათლებისა
და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენების
დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ,
მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა
ღვაჩლიანმა.
ღონისძების ფარგლებში სპორტის სხვაფასხვა სახეობაში განსაკუთრებული მიღწევების
მქონე აფხაზეთიდან დევნილი 10 სპორტსმენი დაჯილდოვდა.
ნომინანტებს სპეციალური პრიზები
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა გადასცეს.
ღონისძიებას საქართველოს სპორტის
მინისტრი შალვა გოგოლაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრები: თამაზ
ხუბუა, ნუგზარ მგალობლიშვილი, ვახტანგ ყოლბაია, ავთანდილ ძაგანია, ემზარ კაკულია, სალომე კაპანაძე და აფხაზეთიდან
დევნილი აპოეტსმენები ესწრებოდნენ.