აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ყოველწლიური პროექტის „მე აფხაზეთისთვის“ მონაწილეთა 2025 წლის დაჯილდოება გაიმართა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით,
ღონისძიების მთავარი ჯილდო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესი და
უნეტარესს ილია მეორეს გადაეცა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, მთავრობის
თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა.
ღონისძების ფარგლებში ასევე სხვადასხვა სფეროში
მოღვაწე 12 წარმატებული ადამიანი დაჯილდოვდა, რომლებმაც საკუთარი ნიჭითა და დაუღალავი
შრომით აფხაზეთის სახელი არაერთ წარმატებას დაუკავშირეს.
2025 წლის ჯილდოს მფლობელები გახდნენ: სახელმწიფო
და საზოგადო მოღვაწე ზურაბ ერქვანია, პროფესორი და მეცნიერი რევაზ სულუხია, სახელმწიფო
მოღვაწე გოგი ფაცაცია, ფილოლოგი და მკვლევარი ნატო მარშანია, მხატვარი დავით გუა (ბაძაღუა),
ჟურნალისტი ნანა ჭანტურია, მსახიობი ლილი ხურითი, სუმოისტი ლევან ცაგურია, ტელეწამყვანი
და „მე აფხაზეთისთვის“ იდეის ავტორი, ტელეწამყვანი ლიკა კვარაცხელია, მუსიკოსი ზვიად
ბოლქვაძე და ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი (დათუაშვილი).
ნომინანტებს სპეციალური პრიზები აფხაზეთის უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა
ბექა ღვაჩლიანმა გადასცეს.
ღონისძიებას უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის
წევრები: თამაზ ხუბუა, ნუგზარ მგალობლიშვილი, ვახტანგ ყოლბაია, ბესიკ კუსიდი, ავთანდილ
ძაგანია, განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.