ყოვლადწმინდა
სამების საკათედრო ტაძრის ეზოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს
საპატრიარქოს ერთობლივი აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების
ფარგლებში ფოტოგამოფენა “კადრები აფხაზეთიდან”, აფხაზეთის მხატვრების ნამუშევრების
გამოფენა “აფხაზეთის პეიზაჟები”, აფხაზეთის კულტურულ მემკვიდრეობაზე შექმნილი მოკლემეტრაჟიანი
დოკუმენტური ფილმის ჩვენება და გალა-კონცერტი გაიმართა.
დამსწრე
საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და “აფხაზეთის დღე” მიულოცეს სინოდის წარმომადგენელმა,
წალკელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა,
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა დეკანოზმა იოანე
გორელიშვილმა, ბერმა მამამ იერემიამ.
სვიმონ
კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით , საკათედრო ტაძრის ეზოში აფხაზეთსა
და სამაჩაბლოში ომში მოწყვეტილ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების საოხად მშენებარე
ტაძრის საფუძველი განახლდა.
ღონისძიებას
ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის
აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე
გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი,
მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
რექტორი ზურაბ ხონელიძე, საპატრიარქოს წარმომადგენლები, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია
და დევნილი საზოგადოების წევრები.