23 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვიმონ კანანელის ხსენების დღეს აღნიშნავს. სვიმონ კანანელი არის საქართველოში ქრისტიანობის პირველმქადაგებელი. მისი სალოცავი მღვიმე დღემდე არის შემორჩენილი აფხაზეთში.
2014 წლიდან უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით 23 მაისი დადგინდა,,აფხაზეთის დღედ“, როგორც ურთიერთმიტევების, შერიგების დღე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით ენგურს გაღმა მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს და დევნილი საზოგადოების წევრებს გილოცავთ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღეს. გისურვებთ გაერთიანებულ საქართველოში ქართველი და აფხაზი საზოგადოების მშვიდობიან თანაცხოვრებას.