23 მაისს „აფხაზეთის დღესთან“ დაკავშირებით უმაღლეს
საბჭოში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამორჩეული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია
გაიმართა.
მოწვეულ სტუმრებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს უმაღლესი
ჯილდო - საპატიო სიგელი, წარმატებულის სიგელი და მედალი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ
ჯემალ გამახარიამ გადასცა. მან მადლობა გადაუხადა გაწეული ღვაწლისთვის და წარმატებები
უსურვა მათ შემდგომ საქმიანობაში.
დაჯილდოებულებს მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, თავმჯდომარის მოადგილემ რუდიკ
ცატავამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, იურიდიულ და საფინანსო საბიუჯეტო
კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, ფრაქცია „ახალი აფხაზეთი - სამართლიანობას“ თავმჯდომარემ რაისა ქარაიამ, დეპუტატმა თემურ მჟავიამ.
ღონისძიებას აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯილდოებით დაჯილდოვდნენ:
რეზო სულუხია - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აფხაზეთის მეცნიერებათა
აკადემიის წევრი, ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის პერინატალური სამსახურის
უფროსი;
დალი ფირცხალავა - აფხაზეთის ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის მე-2 საჯარო
სკოლის მათემატიკის წამყვანი სპეციალისტი;
ნიკა ახალბედაშვილი - შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების
სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი;
ზურაბ ლომთათიძე - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აფხაზეთის
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი;
ირაკლი შარანგია
- უნივერსიტეტი „გეომედის“
სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორი, ფეხბურთში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ექიმი;
ვეფხვია გვარამია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის
ფაკულტეტის დეკანი;
ლუკა ოქროპირიძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის
ფაკულტეტის მე-3 კურსის წარჩინებული სტუდენტი;
დავით დალაქიშვილი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის
ფაკულტეტის მე-3 კურსის წარჩინებული სტუდენტი;
დემი ჯიქია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის
ფაკულტეტის მე-3 კურსის წარჩინებული სტუდენტი.