იურიდიულ და საპეოცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ყოლბაიას ხელმძღვანელობით ვეტერანებთან დაკავშირებული საკითხების საკანონმდებლო დონეზე მომზადების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსში და ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ'' საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის საკითხები განიხილეს. გამოითქვა რეკომენდაციები და წინადადებები.
შეხვედრას უმაღლესი საბჭოს დეპუტატი
თემურ მჟავია, აფხაზეთის მეომართა კავშირის გამგეობის წევრები თამაზ ინალიშვილი, ზურაბ
ფიფია ესწრებოდნენ.