საქართველოს პარლამენტის ეჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის 31 მარტის სხდომაზე  მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ წარადგინა.

გალერეა

სხვა სიახლეები