ილია
ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში კორნელი კეკელიძის სახელობის
საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით
მე-4 საერთაშორისო სეზონური სკოლა აფხაზეთი (ა/რ): უძველესი დროიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური
ასპექტები) გაიხსნა.
ღონისძიება
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ გახსნა.
დამსწრე
საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე
გამსახურდიამ, საქართველოს განათლების, მეცნირებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ
ანა მღებრიშვილმა, პროექტის ხელმძღვანელმა თეა ქართველიშვილმა და პროექტის კოორდინატორმა ირინა გოგონაიამ.
საერთაშორისო
სეზონური სკოლის თემატიკა მრავალფეროვანია, მონაწილეები მოისმენენ ლექციებს აფხაზეთის
ისტორიის შესახებ და მონაწილეობას მიიღებენ
დისკუსიაში.
ღონისძიებას
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები,
ქართველი ისტორიკოსები, მკვლევრები და პროექტის
მონაწილეები ესწრებოდნენ.