აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ გალერეაში, აფხაზი გრაფიკოსის და ფერმწერის ალექსანდრე შერვაშიძის რეტროსპექტიული გამოფენა გაიხსნა.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, მუზეუმთა ჯგუფის დირექტორმა ნიკა ახალბედაშვილმა გახსნა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და მხატვრის შემოქმედებასა და გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო წიგნის - "ალექსანდრე შარვაშიძე“ პრეზენტაცია.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ    უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, ფრაქციის - “ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა” - თავმჯდომარე რაისა ქარაია, დეპუტატი ეთერ ასტემიროვა,   შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ალექსანდრე შარვაშიძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

გამოფენა 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და დამთვალიერებლებს ნამუშევრების ხილვა უფასოდ შეეძლებათ. ასევე წლის ბოლომდე გამოფენას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მუზეუმები უმასპინძლებს.

გალერეა

სხვა სიახლეები