14 მაისს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა  პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.  მან მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებსა და საკანონმდებლო ორგანოს პრიორიტეტებზე ისაუბრა.

ანგარიშის წარდგენას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სასულიერო პირები.  

გალერეა

სხვა სიახლეები