12 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულის,
ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის
დღეს – იმედის დღეს აღნიშნავს. ეს დღე დაკავშირებულია აფხაზეთთან, სადაც ქრისტიანობა
სწორედ ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა.
12 მაისს ასევე XVII-XVIII საუკუნეებში დუდიკვათსა
და პაპათში (ამჟამად თურქეთის ტერიტორია) ქრისტეს სარწმუნოებისათვის მუსლიმთაგან წამებული
მართლმადიდებელი ლაზების (300 მხედარის, სასულიერო პირების და სხვათა) ხსენების დღე აღინიშნება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭო სრულიად საქართველოს ულოცავს ამ მნიშვნელოვან
საუფლო დღესასწაულს. გისურვებთ მშვიდობას,
ჯანმრთელობას, დღევანდელი დღის მადლი გფარავდეთ თითოეეულ თქვენგანს და მთელ საქართველოს!