მიმდინარე წლის 15 მაისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

დეპუტატებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის განხილვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ ისმჯელეს.

საკითხთან დაკავშირებით კოლეგების წინაშე მოკლე ინფორმაციით წარსდგა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა.

მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, ფრაქცია „ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა“-ს თავმჯდომარემ რაისა ქარაიამ.

საკითხის განხილვის შემდგომ უმაღლესი საბჭოს წევრებმა კენჭისყრით ერთხმად მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ გრაფიკს.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

 

სხვა სიახლეები