11 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერების
საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული და
სამეცნიერო-ანალიტიკური კონფერენცია გაიხსნა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს
და მეცნიერების როლსა და მნიშნელობაზე ისაუბრეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა
თეა ჯუღელმა, აფხაზეთის ავტონომიური რესოპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ
გამახარიამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საერთაშორისო ურთიერთობების და კულტურათაშორისი
კავშირების დეპარტამენტის უფროსმა პროფესორმა ინდირა ძაგანიამ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის 2024 წლის საუკეთესო მეცნიერების დაჯილდოება. სიმბოლური საჩუქრები გამარჯვებულებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ
და რექტორმა თეა ჯუღელმა გადასცეს.
ასევე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უნივერსიტეტის
ბიბლიოთეკასა და პროფესორ-მასწავლებლებს საჩუქრად
გადასცა თავისი ავტორობით გამოცემული წიგნი „წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) - აფხაზეთის
ეპარქიის მმართველი (1869-1886) (გამოკვლევა, დოკუმენტები, კომენტარებვი, საძიებლები).
ღონისძიებას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.