10 ნოემბერი - მეცნიერების
მსოფლიო დღეა. ამასთან დაკავშირებით ჯემალ გამახარია მილოცვას ავრცელებს:
იუნესკოს გადაწყვეტილებით
(2001 წ.), ყოველი წლის 10 ნოემბერს მეცნიერების სართაშორისო დღე აღინიშნება. ვულოცავ
სრულიად საქართველოს - მსოფლიო დონის მრავალი მეცნიერის აღმზრდელს; ვულოცავ აფხაზეთიდან
დევნილებს, რომელთა შორისაა არაერთი გამოჩენილი მეცნიერი; ვულოცავ აფხაზეთის უმაღლეს
საბჭოს, სადაც დეპუტატთა და აპარატის თანამშრომელთა რიგებში თერთმეტი დოქტორი მოღვაწეობს;
ვულოცავ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მის პროფესურას, რომელთანაც უმაღლეს საბჭოს
მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. ჩვენი ერთობლივი შრომები, სამეცნიერ-პრაქტიკული კონფერენციები
ემსახურებოდა და მომავალშიც მოემსახურება მშვიდობას, სამართლიანობის დადგენას და აღდგენას,
ქვეყნის გამთლიანებას.