6
ნოემბერს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ პროფესორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს,კლინიკური
მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ურორადიოლოგს აკაკი ნადარეიშვილს უმასპინძლა.
ჯემალ
გმახარიამ ისაუბრა მის მიღწევებზე, მადლობა
გადაუხადა გაწეული ღვაწლისთვის და სამედიცინო
სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, პროფესორი აკაკი ნადარეიშვილი აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვა.
დაჯილდოებულს მიულოცეს და მის პროფესიულ და საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე
ისაუბრეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის
დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე
რუდიკ ცატავამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ,
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მჟავიამ.
აკაკი
ნადარეიშვილი 1960-ანი წლებიდან აქტიურად ეწევა
საექიმო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
საქართველოში რადიოლოგიისა და უროლოგიის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის,
ნაყოფიერი სამეცნიერო-საორგანიზაციო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
1999 წელს ღირსების ორდენი გადასცეს. 2021 წელს კი ის თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.