31 ოქტომბერს ფოთში აფხაზეთის 21-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების
ოთარ აძინბაიას, ლანა ჯოლოგუას, ფოთში განსახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს
თავმჯდომარის რევაზ წულაიას და უმაღლესი საბჭოს
საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის
ზურაბ ჯგუბურიას ერთობლივი ინიციატივით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და განათლებისა და კულტურის სამინისტროს
მხარდაჭერით აფხაზეთის მკვიდრის, უდიდესი ქართველი პოლიტიკოსის, დიპლომატისა და სახელმწიფო
მოღვაწის აკაკი ჩხენკელის სახელობის აფხაზეთის
ისტორიის კაბინეტი გაიხსნა. კაბინეტის მუშაობის
პრიორიტეტული მიმართულება აფხაზებსა და ქართველებს შორის ნდობის აღდგენისა და მშვიდობის
მშენებლობის ხელშეწყობა იქნება.
კაბინეტის სათანადო ფუნქციონირებისათვის
საჭირო აუცილებელი სამეცნიერო-სამკითხველო ფონდის ფორმირებაში და ტექნიკური საშუალებებით
აღჭურვაში უდიდესი წვლილი მიუძღვით აფხაზეთის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიას,
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ისტორიის დოქტორ ლია ახალაძეს,
უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, დეპუტატ
ზურაბ ჯგუბურიას, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის ყოფილ მინისტრს, ამჟამად აფხაზეთის
განათლებისა და კულტურის მინისტრის თანაშემწე
მანანა ქვაჩახიას, უმაღლესი საბჭოს აპარატის
უფროს ზურაბ მებონიას, რომლებმაც აღნიშნულ
კაბინეტს გადასცეს საკუთარ საბიბლიოთეკო ფონდებიდან
იშვიათი გამოცემები აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, პოლიტოლოგიის საკითხებზე, ასევე
დოკუმენტალური ფოტო მასალები აღნიშნულ თემაზე.
საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგნენ
და კაბინეტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა პირებმა და წევრებმა:
ჯემალ გამახარიამ, ზურაბ ჯგუბურიამ, ვახტანგ ყოლბაიამ, თემურ მჟავიამ, განათლებისა
და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა, სკოლის დირექტორმა ოთარ აძინბაიამ, ფოთის ვიცე-მერმა
ლექსო თოდუამ, ფოთის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა
ლანა ტუღუშმა, ფოთში განსახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე რევაზ
წულაიამ.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, მრავალი
პუბლიკაციისა და წიგნის ავტორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ჯემალ გამახარიამ
წაიკითხა ლექცია აფხაზეთის თემაზე და დამსწრეთ
გააცნო კაბინეტის ფუნქციონირების პერსპექტივები.
ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა უმაღლესი საბჭოს ჰუმანიტარული აქცია
და სასურსათო პროდუქტები სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გადაეცათ. აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის
„სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ფოთის
საგანმანათლებლო დაწესებულებების ისტორიის პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები,
მოსწავლეები, უმაღლესი საბჭოს აპარატისა და
დევნილი საზოგადოების წევრები.