27 ოქტომბერს,
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში,
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით,
მასწავლებლების ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. მასწავლებლის ეროვნულ დღეს „მასწავლებლის ეროვნული
პრემიის“ გამარჯვებულები მინისტრმა გივი მიქანაძემ დააჯილდოვა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და მასწავლებლებს
პროფესიული დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
განათლების
სისტემისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო 10 000 ლარი 10 პედაგოგს გადაეცა.
ესენი არიან:
ჭიათურის
მე-4 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნანა ბურძენიძე;
ბოლნისის
პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელი თინათინ ფრუიძე;
ბათუმის
მე-16 საჯარო სკოლის მასწავლებელი მაგდანა მათითაიშვილი;
ნინოწმინდის
მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საჯარო სკოლის მასწავლებელი კლარა ფოცხვერაშვილი;
წალენჯიხის
მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელი ციალა ჭანტურია;
თბილისის
37-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი თამარ ჩხაიძე;
დუშეთის
პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელი ელენე პატაშური;
თბილისის
პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მასწავლებელი ნელი გელაშვილი;
ყვარლის
მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლის მასწავლებელი შორენა ყარალაშვილი;
დაბა
შუახევის საჯარო სკოლის მასწავლებელი თეიმურაზ დავითაძე.
დაჯილდოებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.