3 ნოემბერს
გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის
სხდომა. სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა.
სხდომაზე
განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
„აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
კანონის პროექტი“ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებსა და ფრაქციებში „აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის კანონის პროექტის განხილვის გრაფიკი.
პირველ საკითხთან
დაკავშირებით მოხსენებით წარსდგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის
მინისტრი თენგიზ ნასარიძე. მან ისაუბრა 2025 წლის აფხაზეთის ბიუჯეტში ცვლილებების პრიორიტეტებზე.
გამოყო სამი ძირითადი მიმართულება: დევნილთათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება,
რაც დაახლოებით 40-მდე კომპაქტური ჩასახლების ობიექტში სხვადასხვა სახის სარემონტო
სამუშაოებს და უკვე არსებული პროგრამებისთვის დაფინასების დამატებას გულისხმობს. ჯანდაცვის
მიმართულებითაც არსებული პროგრამებისთვის დაფინანსების დამატებაა განსაზღვრული და ასევე
ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და აღჭურვილობისთვის თანხები გამოიყოფა. მე-3 მიმართულებას
წარმოადგენს განათლება და კულტურა, კერძოდ სხვადასხვა შემოქმედებითი კოლექტივებისთვის
პროგრამული დაფინანსებისათვის ასიგნებების გაზრდა.
მინისტრს
შეკითხვები დაუსვეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს კომიტეტის თვმჯდომარემ თამაზ
ხუბუამ, კომიტეტის წევრებმა ზურაბ ჯგუბურიამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, თეიმურაზ მჟავიამ.
გამოითქვა შენიშვნები და რეკომენდაციები.
აფხაზეთის
უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ჯერ კიდევ სრულყოფილად არ მიიჩნევს აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, მისი ქვემდებარე აღმასრულებელი, რესპუბლიკური ბიუჯეტის
მხარჯავი, დაწესებულებების საქმიანობას რესპუბლიკური ბიუჯეტის მართვისას, სახელმწიფო
ტრანსფერთა და საკუთარი შემოსავლებით განსაზღვრული სახსრების მიზნობრივად წარმართვის,
ამ მიმართულებით ინდივიდუალურ და კოლექტიურ, მენეჯმენტში ინოვაციური და ეფექტიანი მეთოდების
გაბედულად დანერგვის, საბიუჯეტო ასიგნებების ხარჯვის სისტემატური მონიტორინგის წარმოების
სფეროში. აღმასრულებელი დაწესებულებების საბიუჯეტო საქმიანობა მეტ და გადაუდებელ ყურადღებას
მოითხოვს ზემოთ აღნიშნულ და მსგავს ხარვეზებთან დაკავშირებით ადრე გამოთქმული შენიშვნებისა
და რეკომენდაციების გასათვალისწინებლად.
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის იწონებს და სრულად იზიარებს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის
რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების
შეტანის თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტზე სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დეპარტამენტის დასკვნას.
აფხაზეთის
უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს კომიტეტებისა
და ფრაქციებში განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების
გათვალისწინებით მხარი დაუჭირა უმარლესი საბჭოს პრეზიდიუმის დღის წესრიგში განსახილველად
შეტანას.
მეორე საკითხთან
დაკავშირებით კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ გრაფიკს.
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის
მინისტრის პირველი მოადგილე ლევან თევზაია, ამავე სამინისტროს პიარის ხელმძღვანელი
ნინო ჩარკვიანი.