7 ნოემბერს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა. სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა.

კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, მინისტრის მოადგილე თემურ გასვიანი, ამავე სამინისტროს სამშვიდობო და სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გურჩიანი, საფინანსო სამსახურის უფროსი გოჩა ხარაიშვილი, პიარის სამსახურის ხელმძღვანელი ანა დურგლიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორი ეკა წივწივაძე.

დეპუტატებმა მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ქვემდებარე პროგრამებისა და ქვეპროგრამების რეალიზაციისათვის 2024-2025 წლების რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ხარჯვის ეფექტიანობის შესახებ.

წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით ანგარიშით წარსდგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა. მან ისაუბრა სამინისტროს მიერ შემუშავებულ პროგრამებზე და ქვეპროგრამებზე, მათზე გამოყოფილ ბიუჯეტის მაჩვენებლებზე და მიღებულ შედეგებზე.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში განხორციელდა სულ 32 პროექტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 989 ბენეფიციარმა, მათ შორის 70 იყო აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან. სამინისტრო ახორციელებს ისეთ ადგილობრივ და საერთაშორისო აქტივობებს, როგორიც არის: ტრენინგები, საგანმანათლებლო კურსები, კონფერენციები, ვებინარები, ფორუმები, საინფორმაციო კამპანიები, კონკურსები, გამოფენები, სამოქალაქო ინტეგრაციის სივრცეები და ახალგაზრდული ბანაკები, კულტურული და ინტერკულტურული ღონისძიებები ქართულ-აფხაზური საერთო ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის ხელშესაწყობად, დევნილ ემიგრანტებთან და დიასპორებთან საკომუნიკაციო და სადისკუსიო პლატფორმა და სხვა.

მინისტრს შეკითხვები დაუსვეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს კომიტეტის თვმჯდომარემ თამაზ ხუბუამ, კომიტეტის წევრებმა ზურაბ ჯგუბურიამ, თეიმურაზ მჟავიამ, ეთერ ასტემიროვამ. გამოითქვა შენიშვნები და რეკომენდაციები.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მიაჩნია, რომ პროგრამების ეფექტიანი შესრულების მიზნით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მართებს მეტი ყურადრების მიქცევა სამინისტროს მმართველობითი ფუნქციის მნიშვნელოვანი გაძლიერებისთვის, პრიორიტეტული მიმართულებით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ხარჯვის სოსტემატური მონიტორინგის უზრუნველსაყოფად.

სხდომას ესწრებოდნენ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსი მურმან ფარფალია, ამავე კომიტეტის აპარატის სპეციალისტები იზოლდა ხვიჩია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე მაია ჯახაია, უმაღლესი საბჭოს პრეს-სპიკერი მარიამ ინალიშვილი, უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თენგიზ გასვიანი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწეები: გიორგი გვასალია და გიორგი ალფენიძე.  

გალერეა

სხვა სიახლეები