მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა ქრისტიანული სამყაროს უმთავრესი დღესასწაულია. ეს დღე ყველა ქრისტიანისთვის უსასრულო სიხარულისა და ნეტარების მიმნიჭებელია. აი რას გვეუბნება ახალი აღთქმა (ლუკა 24): „ხოლო კვირის პირველ დღეს გამზადებული სურნელებით დილაუთენია მივიდნენ სამარხთან. მაგრამ ლოდი სამარხიდან გადაგორებული დახვდათ. და შიგ შესვლისას ვეღარ ნახეს უფალი იესოს გვამი. ამის გამო საგონებელში ჩავარდნილთ, აჰა, წარმოუდგათ მოელვარე სამოსით მოსილი ორი კაცი. რაკი ისინი შეშინებულნი იყვნენ და თავჩაქინდრულნი ჩაშტერებოდნენ მიწას, უთხრეს მათ: რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებში? აქ აღარ არის, არამედ აღდგა; გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო: რომ ძე კაცისა უნდა მიეცეს ცოდვილ კაცთა ხელში, ჯვარს ეცვას, და მესამე დღეს აღდგეს.“
აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო გულითადად ულოცავს ქრისტიანულ დღესასწაულთა
შორის უდიდესს, მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე
დღესასწაულს სრულიად საქართველოს, უპირველეს
ყოვლისა, აფხაზეთიდან დევნილ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს.
გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცეს,
სიმშვიდესა და კეთილდღეობას.