ბზობა მართლმადიდებლურ სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება აღდგომის წინა კვირას. იგი უკავშირდება იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავს. (მათე 21, 9): „იერუსალიმისაკენ დიდებით მიმავალი ხალხი სამოსელს უფენდა გზაზე, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მაცხოვარს. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!“
აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ჯანმრთელობას,
ურთიერთსიყვარულს და მშვიდობას გისურვებთ!