14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის - დედაენის დღე აღინიშნება. ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა. რუსთაველის გამზირზე გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას და არ დაუშვა საბჭოთა კონსტიტუციაში შესულიყო ცვლილება, რომლის მიხედვით, ქართული ენა კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს.  ქართული ენის დღე ჩვენი საზოგადოების სიმტკიცისა და ერთიანობის  სიმბოლოა.

სამწუხაროდ, ოკუპირებუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მშობლიური ენა დღეს იკრძალება. ოკუპაციის პირობებში ჩვენი ვალდებულებაა მაქსიმალურად დავიცვათ  ქარული ენა. დარწმუნებული ვართ, ძალიან მალე დედაენის დღე  მშობლიურ წიაღს დაბრუნებულ აფხაზეთშიც აღინიშნება.  

სხვა სიახლეები