მიმდინარე წლის 14 აპრილს გაიმართა უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა“-ს სხდომა, რომელსაც უძღვებოდა ფრაქციის წევრი, თემურ მჟავია.

ფრაქციის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით წარმოდგენილი ერთადერთი საკითხი: „სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თანამდებობაზე კანდიდატურის წარდგენის საკითხი“.

სხდომის წამყვანმა, ბატონმა თემურ მჟავიამ აღნიშნა, რომ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ რუდიკ ცატავას 15 აპრილიდან უწყდება რეგლამენტით გათვალისწინებული კომიტეტის თავმჯდომარეობის ვადა, აქედან გამომდინარე დგება საკითხი ზემოაღნიშნულ თანამდებობაზე კანდიდატურის წამოყენების და უმაღლესი საბჭოს სესიაზე წარდგენის საკითხი.

ფრაქციის წევრებმა როსტომ შამუგიამ, მურმან კვარაცხელიამ, გია გვაზავამ და ვახტანგ ყოლბაიამ ერთხმად დაუჭირეს მხარი ბატონ თემურ მჟავიას წინადადებას აღნიშნულ თანამდებობაზე ბატონ რუდიკ ცატავას წამოყენებაზე. გამომსვლელებმა დადებითი შეფასება მისცეს ბატონ რუდიკ ცატავას საქმიანობას განვლილ პერიოდში და მიზანშეწონილად ჩათვალეს, რომ მან მომდევნო ხუთი წელი გაუძღვეს კომიტეტის მუშაობას.

გალერეა