დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, მიმდინარე წლის 15 აპრილს მორიგი წინასააღდგომო ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.

სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან 270 დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის კომპაქტურ ჩასახლებებში არიან განთავსებული.

სასურსათო პროდუქტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, დეპუტატმა თემურ მჟავიამ, აპარატის თანამშრომლებმა ნანა კვარაცხელიამ, ზურაბ კობახიძემ, გიგა შელიამ, ნიკა ქარდავამ და ზურაბ ჯგუბურიამ გადასცეს.

დევნილებთან შეხვედრის დროს გაიმართა მსჯელობა ზემოაღნიშნული ოჯახების ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, საჭიროა მეტი რესურსის გამოძებნა დევნილთა ოჯახების დასახმარებლად. 

აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა. 



გალერეა

სხვა სიახლეები