დევნილი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, მიმდინარე წლის 25 დეკემბერს უმაღლესი საბჭოს მორიგი  წინასაახალწლო ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა. სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან დევნილ  140 ოჯახს გადაეცა, რომლებიც ბაზალეთზე, სურამში, კასპის, ქარელის და ხაშურის  მუნიციპალიტეტებში არიან განსახლებული.

მრავალშვილიან დევნილ ოჯახებს, ომის ვეტერანებს და სოციალურად დაუცველებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და  ამანათები გადასცეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ,  უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა გიგა შელიამ, ხვიჩა ქარდავამ და ზურაბ კობახიძემ.

დევნილებთან შეხვედრის დროს, მიმდინარეობდა მსჯელობა მათ წინაშე არსებულ საყოფაცხოვრებო, სოციალურ და სხვა სფეროს პრობლემებზე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დავით ძალამიძე.

აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.   

 

გალერეა

სხვა სიახლეები