მიმდინარე წლის 24 დეკემბერს, აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გაიმართა წლის გამორჩეული ადამიანების საახალწლო მიღება-დაჯილდოება.
მოწვეულთა შორის იყვნენ სხვადასხვა პროფესიის და გამორჩეული
ბიოგრაფიის მქონე ადამიანები: მეცნიერები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ექიმები,
სახელმწიფო მოხელეები.
მოწვეულ სტუმრებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს უმაღლესი
ჯილდო - საპატიო სიგელი და მედალი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ გადასცა.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიესალმა მოწვეულ სტუმრებს,
მადლობა გადაუხადა გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის და წარმატებები უსურვა მათ შემდგომ
საქმიანობაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში
საახალწლო მიღებაზე საპატიო სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ:
ზვიად ბახუტაშვილი - ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის
გულის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
პროფესორი, მედიცინის დოქტორი
გოჩა ბაკურაძე - ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის გენერალური დირექტორი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის აღიარებული სპეციალისტი
ეკატერინე ქარჩავა - საქართველოში და საზღვარგარეთ გამართული საგამოფენო
კონკურსების და პრემიების გამარჯვებული-ლაურეატი, გიორგი შერვაშიძესა და ნიკოლოზ თაბუკაშვილის
სახელობის პრემიების ნომინანტი, მხატვარი
კობა კობალაძე - პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის მე-9 მოწვევის
წევრი, საქართველოს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალი
ზაურ ლომთათიძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგიის
მეცნიერებათა დოქტორი, მკვლევარი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
თეიმურაზ გვანცელაძე - დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი, უზენაესი საბჭოს
წევრი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი ენათმეცნიერი-კავკასიოლოგი,
აფხაზური, აბაზური და ქართული ენების მკვლევარი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის
აკადემიკოსი
ლია ახალაძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მკვლევარი და საზოგადო მოღვაწე