საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს საპატრიარქოს წმ. გიორგიმთაწმინდელის სახელობის სამეცნიერო კვლევის ცენტრის ორგანიზებით და

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრია¬რ¬ქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთი მიტროპოლიტის,  უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით სამეცნიერო კონფერენცია - ოკუპირებული აფხაზეთი - კულტურული, ენობრივი და

საინფორმაციო ასპექტები გაიმართა. 

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და კონფერენციის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საქართველოს სამოციქულო მართლმა¬დი¬დებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მაღალყოვლადუსამღვდელოესობა შიომ (მყჯირი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თვმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, საქართველოს განათლების, მაცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ჯემალ გამახარიამ წარადგინა მოხსენება აფხაზეთის ისტორიის ფალსიფიკაციის საკითხის შესახებ.

კონფერენციის ფარგლებში,  მოხსენებები ასევე წარადგინესსოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ისტორიის დოქტორმა ლია ახალაძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსმა ნონა ქარაიამ.

აღსანიშნავია, რომ ლია ახალაძემ წარადგინა რეცენზია ჯემალ გამახარიას ისტორიულ - წყაროთმცოდნეობით მონოგრაფიულ კვლევაზე „წმინდა მღვდელ¬მ¬თავარი გაბრიელი (ქიქოძე) და აფხაზეთი“ 

კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები: ადა მარშანია, ნუგზარ მგალობლიშვილი, ვახტანგ ყოლბაია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თეა ჯუღელი, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები, ისტორიკოსები,  უმაღლესი საბჭოს აპარატის წერევრები სასულიერო პირები და სტუდენტები ესწრებოდნენ. 

ღონისძიების ბოლოს, წილკნელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა  აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.




გალერეა

სხვა სიახლეები