25 დეკემბერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის  აღსაყდრების დღეა. დიდი ბედნიერება იყო და არის  საქართველოსთვის, რომ  უფალმა მისი სახით ისტორიის გარდამტეხ ეტაპზე  მოგვივლინა ბრძენი სულიერი წინამძღოლი. მისი უწმინდესობა 48 წლის განმავლობაში მეთაურობს საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურ, მართლმადიდებელ ეკლესიას. განუზომელია კათოლიკოს-პატრიარქის  ღვაწლი  უფლის გზაზე საქართველოს შემობრუნების საქმეში. სწორედ ამ გზით სიარულმა უნდა მიგვიყვანოს ქვეყნის გამთლიანებამდეც. 

ქრისტესმიერი სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით  ვულოცავ ჩვენი ერის სულიერ მამას  აღსაყდრების ისტორიულ დღეს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს ქართველთა და განსაცდელის წინაშე მყოფ აფხაზთა საკეთილდღეოდ. 

ჯემალ გამახარია

სხვა სიახლეები