მიმდინარე წლის 6 მარტს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და უმაღლესი საბჭოს წევრებმა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალბატონებს დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.

ჯემალ გამახარია მიესალმა და უმაღლესი საბჭოს საპატიო და მადლობის სიგელები სამახსოვრო საჩუქრებთან ერთად გადასცა მოწვეულ სტუმრებს,  უმაღლეს საბჭოში მომუშავე ქალბატონებს. მოწვეულ სტუმართაგან ერთს გადაეცა უმაღლესი საბჭოს მედალი. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია თითოეული ქალბატონის ღვაწლის, პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომის დაფასება.

ქალბატონებს დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს მათ მიერ გაწეული ღვაწლისათვის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა თამაზ ხუბუამ, ადა მარშანიამ, რაისა ქარაიამ, თემურ მჟავიამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, ზურაბ ჯგუბურიამ, რუდიკ ცატავამ, ვახტანგ ყოლბაიამ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ:

 

1. ნინო ანდრონიკაშვილი - ექიმი მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,  ორგანიზაცია „სახალხო დიპლომატის“ ხელმძღვანელი,  ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საპატიო სიგელით დაჯილდოებული, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები თანამემამულეების პოლიტიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური დაცვისთვის გაწეული საქმიანობისათვის, ჯანდაცვის სფეროში ნაყოფიერი მუშაობისთვის,  აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის.

2. ნანი გოლეთიანი - 1992-1993 წლებში სოხუმის საქალაქთაშორისო სატელეფონო სადგურში მუშაობის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის, შემოქმედებითი და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისთვის.

 

3. მადონა კალანდია -შემოქმედებითი და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისთვის.

4. მარინა კოლხელი-ჩანთარია - შემოქმედებითი და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისთვის.

5. ხათუნა შულაია - სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების სისტემატურად, მაღალკვალიფიციურად შესრულებისთვის, უმაღლესი საბჭოს აპარატში ხანგძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის.

6. ლუარა უგრეხელიძე -  ომის ვეტერანი, ღირსების ორდენის კავალერი, ჯანდაცვის სფეროში ხანგძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის, დევნილი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

7. დინა ჯომიდავა - ომის ვეტერანი, ღირსების ორდენის კავალერი, ჯანდაცვის სფეროში ხანგძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის, დევნილი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

8. შორენა შარია - ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისთვის, აქტიური საზოგადოებრივი პოზიციისთვის.

9. ნანა შამუგია - სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად, მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებისათვის და უმაღლესი საბჭოს აპარატში ნაყოფიერი მუშაობისთვის.

10. მარიამ ინალიშვილი - სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად, მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებისათვის და უმაღლესი საბჭოს აპარატში ნაყოფიერი მუშაობისთვის.

11. იზოლდა ხვიჩია - სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად, მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებისათვის და უმაღლესი საბჭოს აპარატში ნაყოფიერი მუშაობისთვის.

12. ლეილა ხუნჯუა - სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად, მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებისათვის, უმაღლესი საბჭოს აპარატში ხანგძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის.

13. ნანა კვარაცხელია - სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად, მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებისათვის, უმაღლესი საბჭოს აპარატში ხანგძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის.

 

14. ქეთევან რურუა - ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის ექიმი, ჯანდაცვის სფეროში ხანგძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის, დევნილი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

15. მეგი ლოგუა - საფორტეპიანო შემსრულებლების საერთაშორისო კონკურსების მონაწილე, აქტიური საზოგადოებრივი და ეროვნული პოზიციისთვის, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციიის საქმეში გაწეული ძალისხმევისათვის.

16. მარინა კოლხელი-ჩანთარია - შემოქმედებითი და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისთვის.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მადლობის სიგელით დაჯილდოვდნენ:

 

17. ნათია მესხია - სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად და მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებისათვის, სანიმუშო დისციპლინისა და პასუხისმგებლობისთვის.

18. ნანა გამისონია - სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად და მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებისათვის, სანიმუშო დისციპლინისა და პასუხისმგებლობისთვის.

19. ირმა საჯაია - სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად და მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებისათვის, სანიმუშო დისციპლინისა და პასუხისმგებლობისთვის.

20. გულსუდან თოდუა - სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად და მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებისათვის, სანიმუშო დისციპლინისა და პასუხისმგებლობისთვის.

21. ეკატერინე თორია - სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად და მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებისათვის, სანიმუშო დისციპლინისა და პასუხისმგებლობისთვის.

22. ასმათი ანთია - ომის ვეტერანი, ჯანდაცვის სფეროში ხანგძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის, დევნილი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

23. შორენა გაწერელია - სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად და მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებისათვის, სანიმუშო დისციპლინისა და პასუხისმგებლობისთვის.

24. ნანა თოლორდავა - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრის რეჟისორის თანაშემწე-ოსტატი, საქართველოს კულტურისა და ხელოვნების სფეროში შეტანილი წვლილისთვის, ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის.

25. ლუდუკი  ძანძავა - მრავალი სიმღერისა და ტექსტის ავტორ-შემსრულებელი,  სიმღერის - „მაფშალია“  მელოდიისა და ტექსტის ავტორი, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციაში გაწეული ძალისხმევისათვის, ქართული სულიერების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.  


უმაღლესი საბჭოს მედლით დაჯილდოვდა:


26. ჯულიეტა პაკელიანი - სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი, ხანგძლივი შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.



გალერეა

სხვა სიახლეები