მიმდინარე წლის 2 მარტს საქართველოს მწერალთა სახლში ნინო მირცხულავას წიგნის - “აფხაზეთი ჩვენი II” პრეზენტაცია გაიმართა.  კრებულის მეორე ნაწილი, რომლის ავტორი და რედაქტორი სოხუმელი პოეტი ნინო მირცხულავაა, აერთიანებს აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილ ლექსებს, ჩანახატებსა და მოგონებებს. 

ღონისძიებაში მუსიკალური სტუდია სახე  და ის  პოეტები და მწერლები მონაწილეობდნენ, რომელთა ლექსები და ჩანახატები შესულია კრებულში “აფხაზეთი ჩვენი II”. 

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან  წიგნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი  და მადლობა გადაუხადა ნინო მირცხულავას გაწეული შრომისთვის. 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მომღერლები, პოეტები, მწერლები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები.

გალერეა

სხვა სიახლეები