5 მარტს,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა
კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.
კომიტეტის
წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის თემურ კალანდიას უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის თაობაზე.
„აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის უმაღლესი
საბჭოს სხდომაზე განსახილველად მომზადებულად ცნობა.
ოკუპირებულ
აფხაზეთში 2025 წლის 1 მარტს დასრულებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ
სხდომაზე განსახილველად მომზადებულად ცნობის შესახებ.
სხდომის
თავმჯდომარემ პირველ საკითხთან დაკავშირებით
აღნიშნა, რომ იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა რეგლამენტის მოთხოვნის შესაბამისად
გამოითხოვა უმაღლესი საბჭოს წევრის თემურ კალანდიას გარდაცვალების ცნობა და მოამზადა
შესაბამისი დასკვნა, რომელიც წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.
კომიტეტის
წევრებმა კენჭისყრაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი
საკითხს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის თემურ კალანდიას
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
ვახტანგ
ყოლბაიამ მეორე საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 26 თებერვალს იუსტიციისა
და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის
ავტორობითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატორობით უმაღლეს
საბჭოში დაიწყო „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა
და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
კანონის პროექტის პროცედურა.
პროექტის
თანახმად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა
და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 7 თებერვლის N02 განხორციელებული
ცვლილებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს
დაემატა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო. შესაბამისად, დღის წესრიგში
დადგა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მინისტრის აპარატის რეორგანიზაციის საკითხი.
ვინაიდან
მობილობის პროცესი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული
ცვლილების თანახმად შესაძლებელია მხოლოდ საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შემთხვევაში
და რეორგანიზაციის პროცესი არ მოიცავს მობილობის ეტაპს. აქედან გამომდინარე, მინისტრის
აპარატის ყველა საჯარო მოსამსახურეს დანიშვნა უწევს მხოლოდ კონკურსის წესით. სწორედ
ამის გამო დადგა დღის წესრიგში აღნიშნული ცვლილების განხორციელების საკითხი.
უნდა ითქვას,
რომ კომიტეტებსა და ფრაქციებში ინიციირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები
და წინადადებები არ გამოთქმულა.
საკითხის
განხილვის შემდეგ კენჭისყრაზე კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი აღნიშნული
კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განსახილველად მომზადებულად ცნობას.
სხდომის
თავმჯდომარემ დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, „2025 წლის 1 მარტს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე
დასრულდა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები. არჩევნები ისევ რუსული ოკუპაციისა და ეთნიკური
წმენდის პირობებში ჩატარდა, როგორც საერთაშორისო
სამართლის ძირითადი პრინციპებისა და ნორმების ისე საქართველოს კანონმდებლობის
უხეში დარღვევით. უმაღლესი საბჭოს წევრების: ჯ. გამახარიას, თ.ხუბუას, რ.ცატავას და
ნ.მგალობლიშვილის მიერ ინიციირებული „ოკუპირებულ აფხაზეთში 2025 წლის 1 მარტს დასრულებული
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს დადგენილების პროექტი მომზადებულად იქნეს ცნობილი უმაღლესი საბჭოს პლენარულ
სხდომაზე განსახილველად.“
კომიტეტის
წევრებმა კენჭისყრით ერთხმად დაუჭირეს მხარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს დადგენილების პროექტის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე
განსახილველად მომზადებულად ცნობის საკითხს.
სხდომას
ესწრებოდნენ იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წევრები რაისა ქარაია, ანზორ
წოწონავა, ბორის კაკუბავა (დისტანციუად), ნაპოლეონ მესხია (დისტანციურად), მურმან კვარაცხელია.