23 სექტემბერს კინოს
სახლში მხატვრული ფილმის
,,დაუვიწყარი სიყვარული'(
სოხუმზე )- ს
პრემიერა გაიმართა.
ფილმი ეძღვნება
1992-1993 წწ. ომში
უგზოუკვლოდ დაკარგულ
და დაღუპულ
ადამიანებს და
მათ ხსოვნას.
ფილმის სცენარისტი
რეჟისორი,სოხუმელი მწერალი
,კომპოზიტორი და
აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის,
ანალიტიკისა და
პროტოკოლის დეპარტამენტის მოწვეული
სპეციალისტი ნინო მირცხულავაა.
პრემიერის წამყვანია საქართველოს
დამსახურებული ჟურნალისტი,
უმაღლესი საბჭოს
მოწვეული სპეციალისტი
თენგიზ პაჭკორია.
ფილმის სიუჟეტი
მოგვითხრობს ერთი
სიყვარულის ისტორიას,
რომელიც ბავშვობიდან,
ერთი სასკოლო
მერხიდან იწყება
და რომელსაც
ომი ტრაგიკულად
გახლეჩს. ვატო
ომის დროს
უგზოუკვლოდ იკარგება,
ხოლო კატო,
დაკარგული სიყვარულის
ერთგული, წლების
განმავლობაში ვერ
ახერხებს ცხოვრების
თავიდან დაწყებას.
ფილმი მაყურებელს
სოხუმის ქუჩებში
ამოგზაურებს და
ახსენებს იმ
დროს, როდესაც
ომამდე სხვადასხვა
ეროვნების ადამიანები
მშვიდობიანად, სიყვარულითა
და ურთიერთპატივისცემით ცხოვრობდნენ.
ფილმს ლეიტმოტივად გასდევს
გახლეჩილი ქართული
და აფხაზური
საზოგადოების შერიგებისა
და ადამიანური
კავშირების აღდგენის
იდეა — რწმენა
იმისა, რომ
საერთო ტკივილის
მიუხედავად, ადამიანებს
შორის თანაგრძნობა,
მეხსიერება და
სიყვარული კვლავ
შეიძლება გახდეს
ურთიერთგაგების საფუძველი.
დამწრე საზოგადოებას
სიტყვით მიმართეს
და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში მსგავსი
ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს
აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარე
ჯემალ გამახარიამ,
ჟურნალისტმა ბესო
ჩუბინიძემ, მედიცინის მეცნიერებათა
დოქტორმა, აფხაზეთის
მეცნიერებათა აკადემიის
წევრმა, ღუდუშაურის
სახელობის ეროვნული
სამედიცინო ცენტრის
პერინატალური სამსახურის
უფროსმა რეზო
სულუხიამ.
ფილმის პრემიერას
ასევე ესწრებოდნენ
აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის იძულებით
გადაადგილებულ პირთა
მინისტრის პირველი
მოადგილე გურამ
მისაბიშვილი, ჩაკლოვას
საგანმანათლებლო ცენტრის
დამფუძნებელი ლიკა
ჩაკლოვა, დევნილი
საზოგადოების წევრები
და სხვა
მოწვეული სტუმრები.