23 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

პრეზიდიუმის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგლამენტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე“ და „ვახტანგ ყოლბაიას წალენჯიხაში მივლინების შედეგების შესახებ“.

რეგლამენტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია წარმოადგინა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ. აღინიშნა, რომ უმაღლესი საბჭოს კომიტეტებისა და ფრაქციების ხელმძღვანელებთან ერთობლივი მოსამზადებელი მუშაობის შედეგად განისაზღვრება განხილვების ჩატარების გრაფიკი, პროცედურის დასრულების შემდეგ კი წარდგენილი იქნება შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები. მსჯელობის შემდეგ საკითხი ცნობად იქნა მიღებული.

ვახტან ყოლბაიამ მოკლედ ისაუბრა სამეგრელოს რეგიონში მივლინების შედეგების შესახებ. მან აღნიშნა, რომ შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს დევნილთა პრობლემატიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი. შეეხო მუნიციპალიტეტში მდებარე სპორტული დარბაზისა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პრობლემებს.

საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ, ფრაქცია „მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის“ თავმჯდომარემ ანზორ წოწონავამ, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ადა მარშანიამ.

გალერეა

სხვა სიახლეები