სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის - “საერთაშორისო და ეროვნული პროექტების დისემინაცია და განათლების თანამედროვე პარადიგმები” მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და სტუდენტებს წარმატეტები უსურვეს მომავალ საქმიანობაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თეა ჯუღელმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ისტორიის დოქტორმა ლია ახალაძემ, რექტორის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა რომეო გალდავამ, ადმნისტრაციის ხელმძღვანელმა დავით ჯალაღონიამ, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა თამარ შინჯიაშვილმა, ფილოლოგიის დოქტორმა მარინა ტურავამ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ პაპასქირმა.

კონფერენციის მონაწილეებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები თეა ჯუღელმა, ჯემალ გამახარიამ, რომეო გალდავამ, დავით ჯალაღონიამ და ზურაბ პაპასქირმა გადასცეს.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წევრები და  სტუდენტები.





გალერეა

სხვა სიახლეები