მიმდინარე წლის 7 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

პრეზიდიუმის წევრებმა განიხილეს საკითხი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე.

რეგლამენტში ცვლილების შეტანსთან დაკავშირებით მოკლე ინფორმაცია იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ წარმოადგინა. ცვლილების პროექტის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მუდმივმოქმედი კომიტეტების რაოდენობა ხუთიდან ოთხამდე შემცირდება. ამასთან, რეგლამენტს დაემატება ცალკე მუხლი, რომელიც დაარეგულირებს უმაღლესი საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესს.

საკითხის განხილვის შემდეგ პრეზიდიუმმა მხარი დაუჭირა რეგლამენტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყებას.

სხდომის დასასრულს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ აფხაზეთის ომში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, თავდადებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში შეტანილი ღირსეული წვლილისთვის ომის ვეტერანებს, ხოლო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ოთხი გმირი შვილის აღზრდისა და სამშობლოსთვის გაღებული უმძიმესი მსხვერპლისადმი ღრმა პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად ქალბატონ ციალა ჩხეტიანი-ცინდელიანს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადასცა.

დაჯილდოების ცერემონიაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია გულთბილად მიესალმა მოწვეულ სტუმრებსა და დაჯილდოებულებს. სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა:

„არ არსებობს სიტყვები, რომლებმაც შეიძლება გამოხატოს ის, რასაც თქვენ იმსახურებთ. ადამიანი, რომელიც იღებს იარაღს ხელში და იცავს ქვეყანას, ის შეგნებულად არის შეგუებული იმ აზრთან, რომ მე უნდა დავიღუპო სამშობლოსთვის. ადამიანი, რომელიც ამ ნაბიჯს დგამს, ის უკვე არის გმირი. თქვენ ჭეშმარიტი გმირები ბრძანდებით. თქვენ ძალიან დიდი წვლილი მიგიძღვით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, რისთვისაც თქვენ ყველანაირ ჯილდოს იმსახურებთ“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

დაჯილდოებულებს მიესალმნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანი. გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს დაჯილდოებულთა ღვაწლი და სამშობლოს წინაშე გაწეული თავდადება. განსაკუთრებულად ემოციური იყო ქალბატონ ციალა ჩხეტიანი-ცინდელიანისადმი მიმართული სიტყვები. გამომსვლელებმა ღრმა პატივისცემა და მადლიერება გამოხატეს დედის მიმართ, რომელმაც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას ოთხი გმირი შვილი შესწირა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ:

რევაზ სოსელია – 1993 წელს ტამიშის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის, თავდადების, სამხედრო მოვალეობის ერთგულად შესრულებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში შეტანილი ღირსეული წვლილისთვის. აფხაზეთის ომის დროს იგი 24-ე ბრიგადის 247-ე საარტილერიო დივიზიის კავშირგაბმულობის უფროსი იყო.

კონსტანტინე სილაგაძე – 1993 წელს ტამიშის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის, თავდადების, სამხედრო მოვალეობის ერთგულად შესრულებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში შეტანილი ღირსეული წვლილისთვის. აფხაზეთის ომის დროს იგი 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონის მეთაური იყო.

ავთანდილ ხეცურიანი – 1993 წელს ტამიშის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის, თავდადების, სამხედრო მოვალეობის ერთგულად შესრულებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში შეტანილი ღირსეული წვლილისთვის. აფხაზეთის ომის დროს იგი 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონის რიგითი მებრძოლი იყო.

გიორგი გვაზავა – 1993 წელს შრომის მიმართულებით წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის, თავდადების, სამხედრო მოვალეობის ერთგულად შესრულებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში შეტანილი ღირსეული წვლილისთვის. აფხაზეთის ომის დროს იგი 23-ე ბრიგადის სამთო-მსროლელი ასეულის „სკორპიონის“ რიგითი იყო.

ვალერიან კევლიშვილი – 1993 წელს შრომის მიმართულებით წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის, თავდადების, სამხედრო მოვალეობის ერთგულად შესრულებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში შეტანილი ღირსეული წვლილისთვის. აფხაზეთის ომის დროს იგი 23-ე ბრიგადის სამთო-მსროლელი ასეულის „სკორპიონის“ ათმეთაური იყო.

თენგიზ მეტრეველი – 1993 წელს შრომის მიმართულებით წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის, თავდადების, სამხედრო მოვალეობის ერთგულად შესრულებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში შეტანილი ღირსეული წვლილისთვის. აფხაზეთის ომის დროს იგი 23-ე ბრიგადის სამთო-მსროლელი ასეულის „სკორპიონის“ ათმეთაური იყო.

ვალტერ გადილია – 1993 წელს შრომის მიმართულებით წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის, თავდადების, სამხედრო მოვალეობის ერთგულად შესრულებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში შეტანილი ღირსეული წვლილისთვის. აფხაზეთის ომის დროს იგი 23-ე ბრიგადის დაზვერვის ოცეულის მეთაური იყო.

ზურაბ ჯელია – 1993 წელს ცუგუროვკის მიმართულებით წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის, თავდადების, სამხედრო მოვალეობის ერთგულად შესრულებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში შეტანილი ღირსეული წვლილისთვის. აფხაზეთის ომის დროს იგი 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის ასმეთაურის მოადგილე იყო.

ციალა ჩხეტიანი-ცინდელიანი – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ოთხი გმირი შვილის აღზრდისა და სამშობლოსთვის გაღებული უმძიმესი მსხვერპლისადმი ღრმა პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად.

 

 

 

გალერეა

სხვა სიახლეები