14 ივლისი ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა. მწერალი 98 წლის გახდებოდა. ამ თარიღის აღსანიშნავად, სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა სეზონი სპექტაკლით “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” დახურა.

მაია ჩართოლანის რეჟისორობით დადგმული ნამუშევარი გაჯერებული არის დუმბაძისთვის დამახასიათებელი გურული იუმორით, ადამიანური ურთიერთობებით, სიკეთითა და ბევრი ემოციით.

სპექტაკლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი პირები და წევრები: ჯემალ გამახარია, ნუგზარ მგალობლიშვილი, ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

გალერეა

სხვა სიახლეები