მიმდინარე წლის 8 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და რიგგარეშე სესიის სხდომები გაიმართა, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.  

დეპუტატებმა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკითხი განიხილეს.

კოლეგების წინაშე ინფორმაცია წარმოადგინა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ. მისი განცხადებით, უმაღლესი საბჭოს კომიტეტებსა და ფრაქციებში შედგა რეგლამენტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შესაბამისი განხილვები, ხოლო შენიშვნები ძირითადად შეეხებოდა მე-17 მუხლის მე-4 პუნქტს და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტს.

საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ, ფრაქცია „მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარემ ანზორ წოწონავამ.

განხილვის შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს რეგლამენტში ცვლილებების შეტანას.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.  

გალერეა

სხვა სიახლეები