მიმდინარე წლის 14 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

პრეზიდიუმის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი: „ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტების შემადგენლობაში ცვლილებების შესახებ.“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში განხორციელებულ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, კომიტეტების შემადგენლობაში  ცვლილებების შესახებ ინფორმაცია პრეზიდიუმის წევრებს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ წარუდგინა.

მოკლე ინფორმაციის მოსმენის შემდეგ პრეზიდიუმმა იგი ცნობად მიიღო.

პრეზიდიუმმა განიხილა ასევე მთელი რიგი მიმდინარე საკითხები.

გალერეა

სხვა სიახლეები