3 ივლისს
სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრის ახალი
სპექტაკლის „მე არსად წავსულვარ“ პრემიერა გაიმართა.
სპექტაკლი აფხაზეთის თემატიკას ეხმიანება და
გადმოსცემს იმ თაობის სევდასა და განცდებს, რომელსაც აფხაზეთი არასდროს უნახავს, თუმცა
ის მათი გენეტიკური მეხსიერების განუყოფელი ნაწილია. დადგმა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს
შერიგებისა და დაკარგული კავშირის აღდგენის მნიშვნელობასა და აუცილებლობას.
ემოციებით, მოგონებებით, ადამიანური ურთიერთობებითა
და რეალურ ფაქტებზე დაფუძნებულმა წარმოდგენამ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის
პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში შეკრებილი მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
ჯემალ გამახარია, საერთაშორისო
კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის
დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტია თავმჯდომარე ადა მარშანია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ
კუსიდი, აფხაზეთის მთავრობისა წევრები, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები და სხვა
მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.