13 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი უძღვებოდა.
კომიტეტის
წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: აფხაზეთის ოკუპირებულ
ტერიტორიაზე დისტანციური სინქრონული/ონლაინ და ასინქრონული/ინტერაქციული სწავლების
შესახებ; საერთო მიდგომები აფხაზეთის განათლებასა და კულტურაში; განათლების სისტემის
მდგომარეობა ოკუპირებულ აფხაზეთში.
აღნიშნულ
საკითხებთან დაკავშირებით გამოითქვა მოსაზრებები და შენიშვნები.
დისკუსიაში
მონაწილეობდნენ კომიტეტის წევრები: თამაზ ხუბუა, ადა მარშანია, ზურაბ ჯგუბურია, აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია.
დღის წესრიგით
გათვალისწინებული საკითხები შეაჯამა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილმა.
მან არსებული პრობლემების ეფექტურად მოგვარების მიზნით მხარეების ერთობლივი მუშაობის აუცილებლობას გაუსვა
ხაზი.
კომიტეტის
სხდომას განათლებისა და კულტურის მინისტრის
პირველი მოადგილე ემზარ კაკულია, მოადგილე სალომე კაპანაძე, აფხაზეთის კულტურის, სპორტის
და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია, მთავრობის აპარატის
უფროსი გიორგი სუთიძე, სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ირმა ირემაძე, უმაღლესი საბჭოს
აპარატის უფროსი ზურაბ მებონია და კომიტეტის აპარატის წევრები ესწრებოდნენ.