აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ სამინისტროს
მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
მინისტრმა ყურადღება სამინისტროში არსებულ პროგრამებსა და
ქვეპროგრამებზე გაამახვილა და 2026 წლის მიზნებსა
და პრიორიტეტეპზე ისაუბრა.
ღონისძიებაზე
სიტყვით წარსდგნენ და სამინისტროს საქმიანობა შეაფასეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ,
მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჭინჭარაძემ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული
დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ.
სამინისტროს
საქმიანობის მხარდაჭერისათვის და ცალკეული პროექტების განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული
წვლილისთვის სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენელბი დაჯილდოვდნენ. ჯილდო და სიმბოლური საჩუქრები მთავრობის თავმჯდომარე
გიორგი ჯინჭარაძემ და მინისტრმა გიორგი ძაძამიამ გადასცეს.
ანგარიშის
წარდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი
მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, საერთაშორისო კავშირების,
განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ვახტანგ ყოლბაია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
მარიამ ლაშხი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თეა ჯუღელი, აფხაზეთის მთავრობის
წევრები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.